დღე -1
შევქმენი საქაღალდე. საინტერესო ტრენინგი იყო. მართალის ბევრი რამ მახსოვდა მაგრამ ზოგი ახალი ოპერაციაც ვისწავლე.
დღე-2
ვისწავლე ბროშურის შექმნა, ასევე პუბლიკაციის მომზადების პროცედურა. გავეცანი პროექტების შაბლონებს.
დღე-3
ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დღე- ვისწავლე ფოტოშოპის გამოყენება, ასევე google drive-თ ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ატვირთვა და გაზიარება.
დღე-4
ვისწავლე გუგლის ფორმებით კვლევის წარმოების წესებს
დღე-5
ვისწავლე ბლოგის გაფორმება, სურათების ჩასმის სხვადასხვა ხერხებს. ძალიან ვიხალისე.
დღე-6
ყველაზე საინტერესო დღე (ანუ რაც წინ მივიწევთ უფრო საინტერესოა). გაბიხსენეთ პრეზენტაციის გაფორმების ხერხები და გავეცანი საინტერესო პრეზენტაციის მომზადებისსთვის საჭირო /სასარგებლო რჩევებს.
დღე-7
ნაყოფიერი დღეა. ვიმუშავე პროექტის შაბლონზე, კერძოდ მიმართულების მიმცემი კითხვების დახვეწაზე. გავეცანი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ფორმებს. გავიხსენეთ სქემებისა და დიაგრამების კეთება powerpoint-ში
დღე-8
მშვენიერი დღეა. ბევრი რამ ვისწავლე, ვემზადები პრეზენტაციისთვის. უკვე ზუსტად ვიცი რა დამრჩა გასაკეთებელი.))))))))))))))
დღე-9
ტრენინგის ბოლო დღე. კარგია, რომ ბევრი რამ ვისწავლე და გავიხსენე. სურვილი მაქვს კიდევ დავბრუნდე ამ კაბინეტში და დავესწრო სხვა ტრენინგებსაც. მადლობა ბატონ ირაკლის გულისხმიერების, პროფესიონალიზმისა და მოთმინებისათვის. ვფიქრობ ჩემი პრეზენტაცია შედგა. ველი გამოხმაურებებს. : )
No comments:
Post a Comment